ზუგდიდის კოვიდ უბანზე 409 ამომრჩეველია რეგისტრირებული


  • ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ზუგდიდში, 109-ე კოვიდ უბანზე, 409 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მირანდა მესხმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ 6 გადასატანი ყუთი ინფიცირებულ და იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოემსახურება. ესენი ის პირები არიან, რომლებმაც მოთხოვნით საარჩევნო კომისიას მიმართეს.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში სულ 109 უბანია. რეგისტრირებულია 119 798 ამომრჩეველი.

სამეგრელოში არჩევნების მეორე ტურია 7 მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, სენაკში, მარტვილში, ხობში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ფოთში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 4 =

Akismet ანტისპამი