ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ლაშა გოგია საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ შეცვალა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად უყარეს კენჭი.
„ როგორც იცით ბატონი მაიზერი პირველივე დღიდან ჩართულია ამ პროცესებში და იცნობს ამ სფეროს. ბატონი ლაშა მძიმე სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარ,ე ვერ ახერხებს უხელმძღვანელოს კომისიას.’’- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა ადეიშვილმა.