ახალგაზრდული საკრებულოს პირველ სხდომაზე


დღეს, ქალაქ ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულოს  პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს 35 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე  განიხილულ იქნა რამდენიმე საკითხი მათ შორის, საკრებულოს წევრებს გააცნეს წევრთა უფლება-მოვალეობები,  მოხდა კომისიის თავმჯდომარეების კანდიდატთა წარდგენა და კომისიათა დაკომპლექტებ. ასევე  დაატკიცეს შინასგანაწესი.

სხდომაზე იმყოფებოდა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თამჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი გიორგი თოდუა, რომელმაც ახალგაზრდებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. „ვიცი, რომ წარმატებულები და აქტიურები იქნებით, თქვენი მონდომებით დარწმუნებული ვარ, თვითმართველობის საქმიანობაც უფრო ეფექტური იქნება. მზად ვართ, თქვენგან მივიღოთ ინიციატივები სხადასხვა საკითხებზე.’’- განაცხადა თოდუამ.

ქალაქ ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩუხუამ  ისაუბრა ახალგაზრდული საკრებულოს მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე.’’ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სახის პროექტი განვახორციელოთ. ეს იქნება საგანმანათებლო შემეცნებითი  და  სოციალური  სახის პროექტები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ საკრებულოს სხდომებზე.’’[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Xs9QwI1WcPk[/embedyt]

საკრებულოს მომავალი სხდომა  მომავალ კვირას ჩაინიშნა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!