ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 28 საჯარო მოხელეს ათავისუფლებს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ შანავა “ზუგდიდელებთან” განმარტავს, რომ: საატესტაციო კომისიამ დადო დასკვნა, რომ  28 თანამშრომელი არ შეესაბამება დაკავებულ  თანამდებობას.აქედან,   11 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელია ადმინისტარციულ ერთეულში.  ეს ადამიანები გაფრთხილებულები არიან და  ერთი თვე იმუშავებენ დაკავებულ პოსტებზე.

მისივე ინფორმაციით, ექვსმა რწმუნებულმა საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ. რაც შეეხება  საატესტაციო კომისიას, ის  შვიდი წევრისგან  შესდგებოდა. კომისიის თავმჯდომარე გახლდათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული გამგებელი, ბატონი ლაშა გოგია. შანავას თქმით,  კომისიის  წევრები  იყვნენ  გამგებლის მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  პროფკავშირები.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!