მაია ღურწკაია ამბობს, რომ ის პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს


 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების  უფროსი მაია ღურწკაია იმ 28 საჯარო მოხელეს შორის აღმოჩნდა, რომელიც ამ დღეებში, გათავისუფლებულიქნა დაკავებული თანამდებობიდან. “ზუგდიდელები”  დაუკავშირდა მაია ღურწკაიას.

 მისი თქმით, კონსულტაციები უკვე გაიარა იურისტებთან და აპირებს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში ჩივილს და ბოლომდე ბრძოლას. “ჩემთან დაკავშირებით, პირდაპირი მნიშვნელობით, არის პოლიტიკური სარჩული და პირადი მოტივი ლაშა გოგიასი და ედიშერ თოლორაიასი, იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ისინი, თანამშრომლებზე, რომლებიც  “რესპუბლიკური პარტიის’’ წევრები იყვნენ, ზეწოლას ახდენდნენ. გვაშინებდნენ,  დატოვეთ პარტია თორემ მოგხსნითო. ლაშა გოგია დღეში სამჯერ იბარებდა ჩემს თანამშრომლებს, სოფიო კვარაცხელიას, რომელიც აუდიტის თანამშრომელი და ჩვენი პარტიის წევრი იყო, ასევე, სოფლის წარმომადგენლებს და აშინებდა. მე ჩავერთე ამაში, გავახმაურე  და პრესკონფერენციაც ჩავატარეთ. მე ძალიან ბევრ, არასწორ  და არასამართლიან ქმედებებზე მივუთითებდი წინასაარჩევნო პერიოდში. მე, ვახო კუტალიამ, რომელიც აბასთუმნის წარმომადგენელი გახლავთ და  ირაკლი ღურწკაიამ-ურბანული განვითარების განყოფილებიდან არ დავტოვეთ პარტია. “ქართული ოცნების”  შტაბიდან სია არის გამოგზავნილი გუბერნატორის,  ლევან შონიას და ყოფილი გამგებლის ედიშერ თოლორაის შედგენილი. ჩვენთან მიმართებაში არის წმინდა პოლიტიკური  მოტივი. ის თანამშრომლები, რომლებმაც დატოვეს პარტია, დარჩნენ სამსახურში  და  რომლებმაც არ დატოვეს პარტია, ხედავთ რა გააკეთეს”.-აღნიშნა ღურწკაიამ.

მაია ღურწკაიას ქართული მართლმსაჯულების იმედი  აქვს. იმ შემთხვევაში თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფიდა, ის სტრასბურგში აპირებს ჩივილს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!