ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა იწყება


  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში, სოფელ ჯიხაშკარსა და სოფელ ახალ აბასთუმანში 50-50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების პროექტირებასა და მშენებლობას განახორციელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება, ადგილობრივ პირობებზე მორგება და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

უწყების ცნობით, ჯამში, ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 150 ბავშვს მოემსახურება.

პროექტების მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen − five =

Akismet ანტისპამი