- ზუგდიდელი ძალოსანი, ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაიმსახურა და ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 376 კილოგრამითაც.
