ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ნუგზარ გაბელია დაინიშნა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ნუგზარ გაბელია დაინიშნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაბელიას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ნუგზარ გაბელია 2017 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი 2014-2017 წლებში ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მანამდე კი მუშაობდა ბიზნეს სექტორში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე.

2004-2014 წლებში ნუგზარ გაბელია ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, იკავებდა ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას, ასევე ადმინისტრაციულ თანამდებობებს, მათ შორის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის პოზიციას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში.

ნუგზარ გაბელიას განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ფლობს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, კომერციისა და მარკეტინგის მიმართულებით, ასევე დამთავრებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!