- დღეს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მერმა გიორგი შენგელიამ გაწეული 1 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
მუნიციპალიტეტის მერმა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.