არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


  • საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, ქალაქ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვან ს.გ.-ს დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ გ.გ.-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი.

სამართალდამცველებმა გ.გ. 2019 წლის 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!