- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება.
უწყების ინფორმაციით, მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, როგორც ადგილობრივ, ასევე დევნილ სტუდენტებზე, რომლებიც საქართველოში არსებულ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში – საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე სწავლობენ.
წარსადგენი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი და კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://zugdidi.gov.ge/ka/content/987/277/meris-stipendia
