- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი GIZ – ის პროექტის ” მდგრადი ქალაქები საქართველოში” ფარგლებში გაფორმდა, რომელიც გერმანიის თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტის მიზანია საქართველოს 3 მუნიციპალიტეტის – ზუგდიდის, ონის და ბათუმის – ხელშეწყობა კლიმატზე ორიენტირებული, ინოვაციური პროექტების შემუშავება ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვისა და საჯარო სივრცეების მიმართულებით.
როგორც მერმა აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში: დაფუძნდება დაინტერესებული მხარეებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი – ურბანული ლაბორატორია, რომელიც, შესაბამისი პროფესიონალების – ქალაქ გეგმარებების, ინჟინრების, ფინანსისტების, სოციოლოგებისა თუ კომუნიკაციის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებენ მაღალი ხარისხის ურბანულ პროექტებს და ფინანსურ დოკუმენტაციებს, მომავალში ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად. ასევე დაგეგმილია ქალაქ ზუგდიდის შერჩეული არეალისთვის უბნის ინტეგრირებული განვითარების გეგმის მომზადება.
ამასთან, ურბანული პროექტების შემუშავების პროცესს შეისწავლის ქართველ და გერმანელ მეცნიერთა კონსორციუმი, რომლებიც თავიანთი კვლევის საფუძველზე შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოში ეროვნულ დონეზე ურბანული მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.
პროექტის ფარგლებში შექმნილ ურბანულ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც GIZ-ის პროექტის გუნდთან თანამშრომლობით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროექტის სამოქმედო არეალსა და საპროექტო საქმიანობის მიმართულებებს.