აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ტრენინგ-მოდულები ტარდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების სამოცდაექვსსაათიანი ტრენინგ-მოდულები ტარდება.

ტრენინგ-მოდული ოცდაცამეტი სესიისგან შედგება და თითოეულის ხანგრძლივობა ორი საათია. ტრენინგ-მოდული, ჯამში, სამოცდაექვს საკონტაქტო და ოცდათოთხმეტ არასაკონტაქტო საათს მოიცავს. ტრენინგ-მოდულში განსაზღვრულია თემები.

თითოეული თემის მიზანი, თემის შესაბამისი აქტივობები, თემის განხორციელებისთვის საჭირო დრო, რესურსების ჩამონათვალი, მონაწილის შეფასების სისტემა.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების წარმომადგენლების სწავლების პროცესს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უწყვეტი განათლების ცენტრი უზრუნველყოფს და ის ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი მიმდინარე თვეს დაიწყო. მეორე ეტაპი კი მომავალი, 2024 წელს გაგრძელდება.

ტრენინგის მსვლელობა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ, დადებითად შეაფასა და წარმატებები უსურვა მონაწილეებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!