ზუგდიდის მერია, სააღდგომოდ, სასაჩუქრე პაკეტებს გასცემს


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ტრადიციულად აგრძელებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციართა მხარდაჭერას სადღესასწაულო დღეებში. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის დაგეგმილია საჩუქრები საკვები პროდუქტების სახით მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართათვის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვებისთვის (სულ 300 ბენეფიციარი).

თითოეული პაკეტი მოიცავს 15 დასახელების სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, რომლის ჯამური ღირებულება 1 ადამიანზე შეადგენს 60 (სამოცი) ლარს. სასაჩუქრე პაკეტებს ქალაქ ზუგდიდის მერი და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმოამდგენლები 13 აპრილს დაარიგებენ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!