- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელიც 0- დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200 – ლარიანი დახმარების გაცემას ეხება, მშობლებს, ბავშვების სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირების პროცესში დახმარებას გაუწევს.
დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში. ხოლო ქალაქში მცხოვრებმა მოქალაქეებმა დახმარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, (რუსთაველის #90 ) ასევე ზვ. გამსახურდიას 45-ში არსებულ ადმინისტრაციულ ცენტრს უნდა მიმართონ.