წითელი ჯვარი ზუგდიდის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო


  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. ადგილზე გაეცნენ კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას და მოსახლეობის საჭიროებებს.

“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და წითელი ჯვრის ფედერაციის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 200 ოჯახისთვის ჩამოიტანა სასურსათო და ჰიგიენური ამანათები. მინდა გაცნობოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩვენ უკვე შევძელით 100 000-ზე მეტი ამანათი დაგვერიგებინა ჩვენი მოხალისეების დახმარებით“ – განაცხადა ნათია ლოლაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!