ზუგდიდის  მერი მამუკა წოწერია, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელ,  შალვა ამონაშვილს შეხვდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან ერთად, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელ, აკადემიკოს, შალვა ამონაშვილს, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტ პაატა ამონაშვილსა და ჰუმანური პედაგოგიკის საქართველოს მოძრაობის ხელმძღვანელ თამარ სხვიტარიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე შალვა ამონაშვილმა, მერს  პროექტი “ჰუმანური საქართველო“  გააცნო და თელავში, სოფელ ბუშეტში მდებარე საბავშვო ქალაქ ,,მზიანეთზე“ ესაუბრა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, პედაგოგებისა და მშობლების გადამზადება და მათთვის შალვა ამონაშვილის გამოცდილების გაზიარება იგეგმება.

ხვალ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, შალვა ამონაშვილი, საჯარო სკოლის პედაგოგებთან რეგიონალურ შეხვედრას გამართავს და ჰუმანური მიდგომის მეთოდებზე ისაუბრებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!