- საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის, ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრის უფროსად ნიკა ჯოლოგუა დაინიშნა.
ნიკა ჯოლოგუა პროფესიით კომპიუტერული ინჟინერია. მან სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი დაამთავრა. გარდა ამისა, ის მსოფლიოში უმსხვილესი ტექნოლოგიური ინსტიტუტის – IEEE-ის (Institute of Electrical and Electronics Engineers) კურსდამთავრებული და მოქმედი წევრია.
