- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 1 650 000 ლარით გაზრდას. შესაბამისად, ბიუჯეტი განისაზღვრება 72 959 500 ლარით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 71 309 500 ლარისა.
აღნიშნული თანხა, გამოყოფილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისათვის.