სიახლე 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში


  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს უცხოური ენების ტესტებში იქნება ორი სახის სიახლე.

მეორე დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.

მეექვსე დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 + 3 =

Akismet ანტისპამი