- შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ174-კმ181 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.
