- საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საჩხერეში, ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირის პირველ ორ დღეს, 20 წლამდე ძალოსანთა შორის, ზუგდიდელმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლუკა შარიამ მოიპოვა. მან 70/90/160 სიმძიმე დაძლია.
გოგა ჯაჯვანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში (113/129/242).
ნიკოლოზ ესართია კი, შეჯიბრის გამარჯვებული გახდა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში (141/170/311).
პირველი ადგილი ასევე დაიკავა 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მანუჩარ გოგოხიამაც (52/183/345).