ზუგდიდელი მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდებიან


დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მონადირეები ისევ შეიკრიბნენ. მონადირეთა და მეთევზეათა კლუბის დირექტორი და რამდენიმე მონადირე  გუბერნატორის მოადგილეს კობა ქანთარიას შეხვდნენ.

შეხვედრიდან გამოსულმა მონადირეებმა, ჟურნალისტებთან განაცხდეს, რომ  შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და გუბერნატორის მოადგილესგან  პირობა მიიღეს, რომ  შაბათს მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდებიან.

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის დირექტორმა გურამ კიტიამ აღნიშნა, „ შაბათს, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ, რომ გადაწყდება  ვიცით. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და კანონსაც დავიცავთ’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=nISegl5nXpc[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!