დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის ტრადიციული “ხუთშაბათობის” სტუმარი იყო ზუგდიდელი თოვლის ბაბუა ვალერი ქობალია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, ახალი წლის დღეებში, ზუგდიდელ ბავშვებს დღესასწაულს ულამაზებს.სწორედ დიდი სიყვარული, პოპულარობა და ინტერესი გახდა მიზეზი, რომ ნორჩმა ჟურნალისტებმა კლუბში მოიწვიეს ბატონი ვალერი. დაისვა არაერთი შეკითხვა-ვინ არის, სად ცხოვრობს, რა პროფესიისაა, რა სიახლეებს გეგმავს ამ ახალი წლისთვის თოვლის ბაბუა. სტუმარ-მასპინძელს ერთმანეთი მოეწონათ. სხვა სტუმრებივით, ბატონმა ვალერი ქობალიამაც, მისცა პირობა “სარკმელელებს”, რომ აუცილებლად დაბრუნდება მათთან და სიამოვნებით ისაუბრებს მათთან ერთად ხელოვნებაზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LuHTb2TLyFI[/embedyt]