- წარმოშობით ზუგდიდელ სალომე თოდუას (თოდუა-ლენნიგკ) შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტმა მედიცინის დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ძმა, არჩილ თოდუა ავრცელებს.
სალომე თოდუა-ლენნიგკი შვეიცარიაში 2020 წლიდან მოღვაწეობს. მისი სადოქტორო ნაშრომის თემაა:”სახის ემოციების ამოცნობის უნარები შიზოფრენიის მქონე პირებში და მშობლებთან მიჯაჭვულობის გავლენა”.
სალომე თოდუა ბაზელის საუნივერსიტეტო ფსიქიატრიულ კლინიკებში და სასამართლო ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის კლინიკებში ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.
