- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეგმიურ ინსპექტირებას ახორციელებენ.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ისინი მოსახლეობასა და მეწარმეებს მოუწოდებენ თავი შეიკაონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებენ , რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.
ინფორმაციისთვის: გარემოს დანაგვიანების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ფარგლებში ყველა სამართალდამრღვევ პირს დააჯარიმებენ.