- “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანამშრომლების მიერ, საკურორტო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, სისტემატიურად იწმინდება შავი ზღვის ანაკლია – განმუხურის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორიები.
“სანაპირო ზოლზე, სტუმრებისა და ადგილობრივებისთვის სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში დასვენებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი სპეციალიზებული ტექნიკით ყოველდღიურად დასუფთავდება. ახალი ტექნიკა მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.