- ზვიად სიხარულია მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და კარიერას „ოდიშში“ გააგრძელებს.
“მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე: მშობლიურ ქალაქსა და კლუბს გამოცდილი ცენტრალური ნახევარმცველი, ზვიად სიხარულია უბრუნდება!
ზვიადი სწორედ ზუგდიდური ფეხბურთის აღზრდილია. მას მშობლიური ქალაქის მთავარ გუნდში 130-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. კარიერის განმავლობაში ის იცავდა საქართველოს 19 და 21 წლამდე ეროვნული ნაკრებების ღირსებას, ნათამაშები აქვს საჩხერის „ჩიხურაში“, „ზესტაფონში“, ბოლნისის „სიონსა“ და მარტვილის „მერანში“, სადაც თავისი გამორჩეული თამაშით ლიგა 2-ის წრის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დასახელდა.
მისი საფეხბურთო ინტელექტი, მოედნის ხედვა და ლიდერული თვისებები ჩვენს ნახევარდაცვას დიდ ძალასა და საჭირო ბალანსს შემატებს. ყველაზე ფასეული კი ისაა, რომ გუნდს უერთდება მოთამაშე, რომელმაც საუკეთესოდ იცის, თუ რას ნიშნავს ზუგდიდელი გულშემატკივრის წინაშე მოედანზე გასვლა და მზად არის, გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღოს.
ზვიად, კეთილი იყოს შენი დაბრუნება საფეხბურთო სახლში! გვჯერა, რომ შენი გამოცდილებითა და მონდომებით, გუნდთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ.”-აღნიშნულია კლუბის გავრცელებულ ინფორმაციაში.
