- დღეს, ზედაეწერში, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლაში, რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და რუმინეთის ელჩმა რეზვან როტუნდუმ გახსნეს.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით, რუმინეთის განვითარების ფონდისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა.