ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსებმა რაკეტებით ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს


  • მედიის ინფორმაციით, დღეს დილით რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიესთან სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 28 კი – დაშავდა.

ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა.

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ადამიანები რიგში იდგნენ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ“.

ზაპოროჟიეს ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად, 1-ელი ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eight − one =

Akismet ანტისპამი