ვწუხვართ, რომ შენს ნიჭს ვერ მოახმარ შენს პაციენტებს…-ნათია როგავას ხსოვნას


  • სულ რამდენიმე თვის წინ გესტუმრე შენს ოფისში. ინტერვიუს ჩაწერა რომ შემოგთავაზე, გაგიხარდა,  ისეთი ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდი, მიხაროდა, რომ შენ, ასეთი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა, სწორედ ჩემი სოფლიდან იყავი.

საოცრად დახვეწილი გოგო იყავი, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე. ექიმის რთული რეჟიმით ცხოვრობდი. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო არ გრჩებოდა, მეუღლესთან, გიორგი ჭაჭუასთან და უსაყვარლეს ვაჟიშვილთან, დემეტრესთან ერთად, შეჰხაროდი ცხოვრებას, შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი აუტანელია ჩვენი თანასოფლელებისთვის და ზუგდიდის საზოგადოებისთვის. როგორც დაფასებული სტომატოლოგი, ვერასოდეს ვერ შეაღებ შენი ოფისის კარებს. ვწუხვართ, შენს ნიჭს ვერ მოახმარ შენს პაციენტებს. შეგეძლო ულიმიტო სიკეთის გაცემა, იყავი ძალიან ერთგული, დიდ სიყვარულს თესავდი, გულს დებდი საქმეში.  ავადსახსენებელი 7 ნოემბერი, რა დღესაც ტრაგედია მოხდა და 25 ნოემბერი, რა დღესაც გარდაიცვალე- არასოდეს დამავიწყდება,  ჩემო ნათია.

ნათქვამია, უფალი საუკეთესოებს ირჩევსო, ალბათ სასუფევლისთვის და გვწამს, შენ იქ დაიმკვიდრე სამუდამო განსასვენებელი.

ტკივილიანია შენზე წარსულში საუბარი…

ვილოცებთ შენზე და უფალს ვთხოვთ ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული!

“ზუგდიდელების” სახელით როზა როგავა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!