ვოლოდიმირ ზელენსკი- იარაღს ჩვენ არ დავყრით, დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს


  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ოფისის წინ იმყოფება.

„დილა მშვიდობის ყველა უკრაინელს! ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გაჩნდა ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია, თითქოს მოვუწოდებ ჩვენს ჯარს იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია. მაშ ასე, მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით. დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. იმიტომ, რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა და სიმართლე ისაა, რომ ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. დიდება უკრაინას!“, – აცხადებს ზელენსკი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × two =

Akismet ანტისპამი