ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს – რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვრები


  • უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

„რუსო ხალხო, მინდა მოგმართოთ. 1986 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებთან. მსხვერპლი და თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ ნუ გაჩუმდებით. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან უკრაინელებსაც მიმართა და უთხრა, რომ გადაურჩენ ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინისა და ევროპის ისტორია შეეჩერებინა.

„უკრაინელებო, ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინისა და ევროპის ისტორია შეეჩერებინა. რუსეთის ჯარი თავს დაესხა ევროპაში ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მხოლოდ ეს სადგური უდრის ექვს ჩერნობილს. რუსმა ტანკისტებმა იცოდნენ, რას ბომბავდნენ. ეს არის უპრეცედენტო დონის ტერორი. უკრაინაში 15 ბირთვული ბლოკია და როგორც ჩანს, რუს სამხედროებს ჩერნობილის გლობალური ტრაგედია აღარ ახსოვთ,”- განაცხადა ზელენსკიმ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!