- რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევა დასრულდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“დასრულდა, წერტილი დასმულია”, – აღნიშნა პუტინმა სოჭში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.