ოკუპირებული აფხაზეთის მაღაზიებიდან კონსერვები ამოიღეს, რომლის ეტიკეტებზე საქართველოს დროშა და რუკაა დატანილი


  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, მაღაზიებში ქართული პროდუქციის გადამოწმების პროცედურა დაასრულა.

დე ფაქტო „უწყების“ ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაშის“ კონსერვი, რომლის ეტიკეტებზე დატანილია საქართველოს დროშა და საქართველოს რუკა, რომელიც მოიცავს აფხაზეთის ტერიტორიას. გარდა ამისა, მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი – „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“ აღმოაჩინეს.

აფხაზეთის „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, პროდუქცია სოხუმის სასურსათო მაღაზიებში, ასევე გუდაუთის, გაგრის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში იყიდებოდა. მათი მტკიცებით, დაირღვა „აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობა“ და ინდმეწარმეებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.

ე.წ. უწყების ცნობით, ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატში მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი „ატლასი“ აღმოაჩინეს, რომლის ყდის წინა მხარეს საქართველოს დროშაა გამოსახული.

„აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის სამინისტროს შესთავაზეს ამ სახელმძღვანელოების შეცვლა გეოგრაფიის მასწავლებელთა მეთოდური ასოციაციის მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოებით, კერძოდ, გამომცემლობა „დროფის“ მე-7 კლასის „ატლასის სახელმძღვანელოებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!