„საგანმანათლებლო თამაშები და ვირტუალური ლაბორატორია“, – ეს იყო თემა, რომელიც დღეს „ჯიჯის,“- ღურწკაიას გიმნაზიის, პედაგოგებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა დავით სონღულაშვილმა განიხილა. პროფესორი ზუგდიდში „ჯიჯისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩამოვიდა. ის გიმნაზიის მასწავლებლებთან სემინარს ჩაატარებს ქართულ – ენასა და ლიტერატურაში, რუსულ ენაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო საგნებში.
როგორც პროფესორმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა ,,ზუგდიდელებთან”, მან დღეს პედაგოგებს გააცნო ის ვირტუალური თამაშები, რომელიც ,,ჯიჯის” თითოეული მასწავლებლის კომპიუტერში ჩაიტვირთება. პროფესორის განმარტებით, ეს პროცესი არ იქნება ერთჯერადი, მუდმივად გაგრძელდება და სპეციალურად „ჯიჯისთვის“ საგანმანათლებლო თამაშებისა და ვირტუალური ლაბორატორიის ექსკლუზივები შეიქმნება.