პრემიერ მინისტრი ზუგდიდში


საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში ახლად გახსნილ საწარმოებს ეწვია. პრემიერმა ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ანკა ფეა ტრეიდი“ და სოფელ ცაიშში მდებარე მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის Stimor Associates – მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ანკა ფრეა ტრეიდი“ ზუგდიდში მიმდინარე წელს აშენდა. საწარმოში მუდმივად 20 ადამიანია დასაქმებული ხოლო სეზონზე დასაქმებულთა რაოდენობა 120–მდე ადამიანს შეადგენს.
მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის Stimor Associates მშენებლობა სოფელ ცაიში მიმდინარე წელს დაიწყო და პირველი ეტაპი ნოემბერში დასრულდება. ინვესტორი სამომავლოდ 3 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებას და ხუთი წლის განმავლობაში 30 ჰექტარის ათვისებას გეგმავს. ობიექტზე ამ დროისთვის 500–მდე ადამიანია დასაქმებული.
ზუგდიდის შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხობს ეწვევა და მოგვიანებით სენაკი–ნოქალაქევი–ბანძა–ხონის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა.
სამეგრელოში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ედიშერ თოლორაიასთან, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი ახლდა.

წყარო: https://www.facebook.com/ekaterinejologua


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.