- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა” და მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ორგანიზებით, ცენტრალურ ბულვარში, “ვეფხისტყაოსნის” საჯაროდ კითხვის დღე გაიმართა, სადაც ნებისმიერ მსურველს ქონდა საშუალება წაეკითხა მისთვის საყვარელი ეპიზოდი პოემიდან.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკის მკითხველებმა, ასევე ევროკავშირის სადამდკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მოსწავლეებმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის აბონემენტის განყოფილების უფროსმა ინგა ქარჩავამ აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ეროვნული საგანძურის წარმოჩენა, ასევე მშობლიური ლიტერატურით დაინტერესება. “მომავალ ახალგაზრდა თაობას უფრო მეტად შევაყვაროთ ვეფხისტყაოსანი და უფრო მეტი პოპურალიზაცია გავუწიოთ ქართული სულიერების ამ უნიკალურ ძეგლს.”-უთხრა ჟურნალისტებს ქარჩავამ.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი ხათუნა დარასელია. მან შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ,,ვეფხისტყაოსნის” საჯაროდ კითხვის დღეს, სიხარულით ელოდებიან.
“ვეფხისტყაოსნის” საჯაროდ კითხვა ზუგდიდში ათი წელია მიმდინარეობს.