ზუგდიდს დღეს პაატა ბურჭულაძე სტუმრობდა. ყოფილი იქკ-ს კულტურის სახლში ის შეხვდა თანამოაზრეებს. იქვე გადაწყდა, რომ სამეგრელოს გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ცხადაია უხელმძღვანელებს პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდის” სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რეგიონალურ ორგანიზაციას .