- ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს მისი აღმატებულება, ვატიკანის ელჩი საქართველოში, ანტე იოზიჩი ესტუმრა.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი მუზეუმის უნიკალურ კოლექციებს გაეცნო.
შეხვედრისას მხარეებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
