ანაკლიის მიმართულებით დამატებითი ავტობუსის მოძრაობა დასრულდა


  • ზაფხულის საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, ანაკლიის მიმართულებით დანიშნულმა დამატებითმა მუნიციპალურმა ავტობუსმა მგზავრთა გადაყვანა დღეიდან, 16 სექტემბრიდან შეწყვიტა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სერვისი სეზონური ხასიათის იყო და მისი მიზანი ზაფხულის განმავლობაში დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრანსპორტირების გამარტივება გახლდათ.

ანაკლიის მიმართულებით დამატებითი ავტობუსის მომსახურება მომავალი ზაფხულის სეზონიდან კვლავ განახლდება, რის შესახებაც მოსახლეობას წინასწარ ეცნობება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × 3 =

Akismet ანტისპამი