ესტონეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად დაკანონდა


  • ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა.

2024 წლის პირველი იანვრიდან მსგავსი სქესის მქონე ადამიანებს დაქორწინება შეეძლებათ.

სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი ცენტრალური ევროპის რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა.

კანონპროექტის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.

„ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც ყველას უფლება დაცულია და ხალხს შეუძლია, თავისუფლად უყვარდეს“, – წერს კალასი.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა 34-ის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ესტონეთში ჰომოსექსუალ წყვილთა ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო, მისი დეკრიმინალიზაცია 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!