ერთი ფოტოს შესახებ – “მებრძოლელები“


  • ამ ფოტოზე გასული საუკუნის 70-იანი წლების გაზეთ ”მებრძოლის” კოლექტივია აღბეჭდილი. მარცხნიდან: კორექტორი ნელი ზარანდია, წერილების განყოფილების გამგე ლალა ნარმანია, რედაქტორის მოადგილე ზურაბ ცხონდია, რედაქტორი აკაკი ჭანტურია, პასუხისმგებელი მდივანი არნოლდ თირქია, კორექტორი ნელი ბოჭორიშვილი, კორესპონდენტი ჯამბულ არქანია, რადიორედაქტორი პალიკო აბსანძე. ფოტო – აკაკი ყუფუნიასი.

ფოტოზე არ არის ბაბო აბულაძე, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე, პირველი ქართული რადიოს ერთ-ერთი პირველი დიქტორი, ზუგდიდის კინოთეატრის „საქართველო“ ერთ-ერთი პირველი და ერთადერთი ქალი დირექტორი. ფოტოზე, ერთადერთი ადამიანის, ჯამბულ არქანიას გარდა ყველა გარდაცვლილია. (დღეგრძელობა ჯამბულს.)

პირველი, ახალგაზრდა ასაკში, არნოლდ თირქია წავიდა სამარადისო სასუფეველში. მის შემდეგ, გაზეთის პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა ლალა ნარმანია, რომელიც წერილების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ლალაც ადრე წავიდა ამ ცხოვრებიდან. ეს ფოტო ზუგდიდის ისტორიის ნაწილია, და ადამიანები, რომლებიც მასზე არიან გამოსახული, ქართული მედიის, კონკრეტულად კი, ბეჭდვითი მედიის კორიფეები არიან. მათზე თაობებმა უნდა იცოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!