ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ და სუფთა გარემოზე!


“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის მიმართვა ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს: “22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. დედამიწა კი ჩვენი სახლია, ამიტომ ნებისმიერი ჩვენთაგანი ვალდებულია გაუფრთხილდეს მას, დაიცვას ის დანაგვიანებისგან.

სასურველია, ამ დღეს ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, ააიპ “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებმა, სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ტრასების, ქუჩების, სკვერების, ბაღების, მოედნების, წყალსაწრეტების დასუფთავების საქმეში. ასევე სასურველია, მწვანე ნარგავების დარგვა, რაც სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობას. ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ და სუფთა გარემოზე, გავუფრთხილდეთ ჩვენს სახლს, დედამიწას, ეს ჩვენი მოვალეობაა!”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!