“ენმ”: “ქართული ოცნება” იყენებს “დაშინების და მუქარის მეთოდს” საჯარო მოხელეების მიმართ”


დღევანდელ ბრიფინგზე, „ენმ“-ს  ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ: „ქართული ოცნება“ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, დაშინების და მუქარის მეთოდს, იმ ადამიანებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან საჯარო სამსახურში, ან კერძო სექტორში“.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=U5OalLt1Cx0[/embedyt]წითლიძემ, ბრიფინგზე, წარმოადგინა ანონიმურად მიღებული დოკუმენტი. მისი თქმით, დოკუმენტი „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსისთვის, დავით კოდუასთვისაა განკუთვნილი და ყულიშკარში გამგებლის წარმომადგენლის ლადო შველიძის  ხელმოწერილი  და ბეჭედდარტყმულია. წითლიძის ინფორმაციით, ჩამონათვალში აღნიშნულია, საჯარო მოხელეების, პედაგოგის, ბაღის მასწავლებელის, პოლიციის თანამშრომლის,  ბანკის თანამშრომლის სახელები და გვარები. “ვისაც თვლიან თავიანთ მხარდამჭერად, მათ გვერდით წერია “პლუსი”, ვინც არ არის  მათი მხარდამჭერი, უწერია “მინუსი”.  ანა წითლიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მსგავსი ქმედებით, ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს ადამიანებზე და უთხრას მათ, თუ კონკრეტულად არ შემოხაზავენ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ყუთთან, ისინი გათავისუფლებულები იქნებიან  სამსახურებიდან.“ „ენმ“ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ მსგავსი ფაქტებით.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ ჟურნალისტებთან საუბარში, “ენმ”-ს ბრალდებებს აბსურდი და სიცრუე უწოდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!