დევნილებს ჭერი ჩამოენგრათ


ზუგდიდის ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილთა ერთ-ერთ ოჯახს ჭერი ჩამოენგრა. როგორც მაცხოვრებელმა “ზუგდიდელებს” განუცხადა, წამით გაასწრო, თორემ სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებას მიიღებდა. დევნილები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და მისი საშიში მდგომარეობის შესახებ, ჯერ კიდევ 2015 წელს დაიდო ექსპერტიზის დასკვანა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფაცაციამ განაცხადა, რომ დევნილებს შუამდგომლობას გაუწევს შესაბამის  ინსტანციებში მდგომარეობის შესასწავლად.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!