„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დევნილთა და განსახლების სამინისტროს უყურადღებობაში და გულგრილობაში ადანაშაულებს. დღევანდელ ბრიფინგზე ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დევნილთა სამმართველო ორი კვირის განმავლობაში პარალიზირებული იყო.
მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის უქონლობის გამო, ასობით დევნილმა სამმართველოს სერვისით ვერ ისარგებლა. ოპოზიციონერი დეპუტატი მოუწოდებს დევნილთა და განსახლების სამინისტროს დევნილებს სათანადო და მეტი ყურადღება მიაქციოს.
მისი თქმით, სამინისტროსთვის დევნილები პრიორიტეტული არ არის. „ახლა რაც ხდება სამმართველოში, არის კატასტროფა, დევნილთა სამმართველო, სახელმწიფო სტრუქტურა, დღეს, ვერ ეხმარება დევნილებს, ვერ უწევს მათ ელემენტარული სახის მომსახურებას, რაც, ჩემი შეფასებით, არის კატასტროფა“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0oDC75MqZYs[/embedyt]
ბრიფინგზე იმყოფებოდა აფხაზეთის ენმ ხელმძღვანელი ზუგდიდში ლევან ჯიჭონაია. მან დევნილთა სამმართველოს მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს, რომელიც ემსახურება აფხაზეთის 83 ათას პიროვნებას და დევნილთა სამინისტროს ბრალს დებს გულგრილობაში და დაუდევრობაში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=QHyjV45cpPg[/embedyt]
თავის მხრივ, დევნილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა ენმ ბრალდებებს არ იზიარებს. ჩილაჩავა ამბობს, რომ “დევნილთა სამმართველოს ჰქონდა ინტერნეტის პრობლემა გასულ კვირას, მხოლოდ ორი დღის განმავლობაში. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, ეს პრობლემა მოგვარებულია და დევნილებს ჩვეულებრივად შეუძლიათ სერვისით მომსახურება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=lY3cxVpixo8[/embedyt]