- ამ ზაფხულს 37 წელი შეგისრულდებოდა რომ გეცხოვრა ამ ქვეყანაზე. არც თუ ისე დიდი ხანია მარადისობაში დაიდე ბინა. განერიდე ამ ცრუ და ბალღამით სავსე წუთისოფელს.
35 წლის ასაკში გარდაიცვალე, ამაყი, ლაღი, სიცოცხლეზე შეყვარებული, კეთილი და სათნო. უცნაური ბედისწერით დაიბადე და უცნაური ბედი გერგო ცხოვრებისგან. მრავაშვილიან ოჯახში გაგზარდე, შვილო, მე და მამაშენს შვილებისთვის მზრუნველობა არ დაგვკილია. ოჯახი 2010 წელს, 19 წლისამ შექმენი. იყავი სამი შვილის დედა.
ერთ ავბედით დღეს შემზარავი ამბავი დაფიქსირდა ფეხზე, დიდი ხალის აღმოჩენის გამო. რომელიც გადავიდა მელანომაზე, ოპერაცია კი უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარეთაც მკურნალობდი.
2025 წლის 21 ივლისს, 35 წლის ასაკში, გარდაიცვალე. დედი, მე მხოლოდ გნატრობ!
როგორ შეცვალე ჩემი ცხოვრების აზრი, – არარაობად ვიქეცი. მზარავს შენი ცივი სასაფლაო. ვწუხვარ, რომ შენს შვილებს არ ეფერები. შენს და-ძმებთან ერთად არახარ. უბედური დედა ვარ. იმიტომ რომ შენს სიცოცხლესთან ერთად ჩაიფერფლა ჩემი ნატვრა და ოცნება. შენს საფლავთან მიჭირს მისვლა, შენი სახსოვარის მოფერება, სანთლების ანთება. არ მჯერა რომ არ მყავხარ.
მსუბუქი იყოს, დედიკო, შენთვის შენი ოდაბადეს მიწა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს, შვილო, შენი ალალი სული.
დედა: ნონა შუბლაძე
