“ეკო ხელნაკეთი”, მის შეკერილ პირბადეებს, ხანდაზმულებს და პატარებს აჩუქებს


  • ზუგდიდში, სახელოსნო “ეკო ხელნაკეთი” პირბადეებს შეკერავს, გამომუშავებული თანხით კი, სახელოსნო ხანდაზმულებს და პატარებს საჩუქრად შეუკერავს პირბადეებს.

“ეკო ხელნაკეთის” დამფუძნებელი ეკა ჯოლოგუა ამბობს, რომ მისმა შეკერილმა პირბადემ ფეისბუქზე დიდი მოწონება დაიმსახურა.  “ერთი პირბადე 15 ლარი ღირს. შემოსული თანხით პატარებს და ხანდაზმულებს, პირბადეებს, შევუკერავ საჩუქრად. გუშინ დავდე ჩემთვის შეკერილი პირბადის ფოტო და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ორმხრივია, ანუ ორნაირად შეგიძლია ატარო. ორ კონტრასტულ ფერშია, კომფორტულია ძალიან. ახლობლებმა შეძენის სურვილი გამოხატეს და მაშინ დამებადა იდეა, ხანდაზმულებისთვის, რომელთაც ეხლა პირბადე ყველაზე მეტად ჭირდებათ, შემეკერა საჩუქრად, შემდეგ კი ბავშვებისთვისაც გადავწყვიტე. მე კერვის პროცესით ვიქნები დაკავებული, დავუკავშირდი ჩვენი ქალაქის ძალიან მოქნილ აქტივისტს, ხატია ჯანაშიას. ხატიამ თავის მხრივ, უფრო მასშტაბური სახე შესძინა ჩემს წამოწყებას, დაუკავშირდა რამდენიმე საჯარო მოხელეს, ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. მივალთ ხანდაზმულთა დღის ცენტრში, მრავალშვილიან ოჯახებში და გადავცემთ მათ საჩუქრად პირბადეებსა და სხვა საჭირო ნივთებს. ვნახოთ, რამდენი აქტივისტი შეგროვდება. ერთად, გულით გაკეთებულ საქმეს პირველ რიგში, უფალი ეწევა და მჯერა, კარგი პროექტი გამოვა”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!