იმნაძე ჟურნალისტებს: თქვენ არღვევთ სოციალური დისტანცირების ყველა წესს


  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაზე მთავარი სოციალური დისტანცირებაა.

იმნაძემ ჟურნალისტებსაც განუმარტა, რომ ახლოს დგომით ინტერვიუს ჩაწერა სოციალური დისტანცირების წესების სრული დარღვევაა.

„რეკომენდაციები ყველასთვის იგივე რჩება… სოციალური დისტანცირება, ანუ ერთმანეთთან, სამწუხაროდ, უნდა გავწყვიტოთ კავშირები. აი, ახლა თქვენ, რომ ასე ახლოს დგახართ, ესეც არ არის მიღებული ფორმა. იმიტომ, რომ თქვენ არღვევთ ელემენტარულ სოციალური დისტანცირების ყველა წესს. რათქმაუნდა მივეჩვევით ამ წესს, ერთ დღეში ეს ძალიან ძნელია, რომ ადამიანები მიეჩვიონ და ამავე დროს მეორეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის არც ერთი ჯგუფი არ უნდა გახადოთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!